Saturday, July 30, 2011

ენრიკე იგლესიასი წყლის თხილამურებით შიშველი ისრიალებს



Ambebi.Geპოპ-მომღერალი ენრიკე იგლესიასი წყლის თხილამურებზე შიშვლად გასეირნებას აპირებს, იტყობინება გამომცემლობა Access Hollywood. ეს პირობა მომღერალმა რამდენიმე კვირის წინ დადო: მან განაცხადა, რომ თხილამურებზე შიშველი იმ შემთხვევაში ისრიალებდა, თუ ესპანეთის ნაკრები ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას მოიპოვებდა.

"თუ ესპანეთი გაიმარჯვებს,  მთლიანად გავშიშვლდები და წყლის თხილამურებით ბისკაის ყურეში გავისეირნებ", - განაცხადა მომღერალმა.

11 ივლისს ჩამპიონატის ფინალში ესპანელებმა ჰოლანდიელები ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

ესპანეთის ნაკრების გამარჯვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ Access Hollywood -მა ენრიკე იგლესიასს დადებული პირობა გაახსენა. "დაპირება დაპირებაა", - განაცხადა მომღერლის წარმომადგენელმა. თუმცა პოპ-ვარსკვლავის წარმომადგენლები არ აზუსტებენ, როდის შეასრულებს მომღერალი დადებულ პირობას.

რიანა “Emporio Armani”-ს სახე გახდა

რიანა “Emporio Armani”-ს სახე გახდა
წარმოშობით ბარბადოსელი მომღერალი რიანა "Emporio Armani"-ს სახე გახდა. მომღერალი სამოდელო სახლის თეთრეულის ხაზსა და Armani Jeans-ს წარმოადგენს.

ნიუ-იორკში მომღერლის მონაწილეობით ფოტოსესია ჩატარდა. კოლექცია - შემოდგომა-ზამთარი 2011/2012 წელს სექტემბერში გამოვა. 

თავის დროზე ბრენდის სახეები იყვნენ დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, კრიშტიანუ რონალდუ და მეგან ფოქსი.

რიანამ მაყურებელს შეურაცხყოფა მიაყენა


წარმოშობით ბარბადოსელმა მომღერალმა რიანამ ატლანტიკ-სიტიში გამართულ კონცერტზე მაყურებელს შეურაცხყოფა მიაყენა. მომღერალი სცენაზე ჯერ გვარიანად გამოთვრა, ბოლოს კი აუდიტორიას უხამსი ჟესტი უჩვენა.

როგორც ჩანს, ვარსკვლავებისთვის მაყურებლის "აგდება" ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ცოტა ხნის წინ, ემი უაინჰაუსი სცენაზე ისეთი ნასვამი გავიდა, რომ სიმღერის თავი არ ჰქონდა.