პოპ-მომღერალი ენრიკე იგლესიასი წყლის თხილამურებზე შიშვლად გასეირნებას აპირებს, იტყობინება გამომცემლობა Access Hollywood. ეს პირობა მომღერალმა რამდენიმე კვირის წინ დადო: მან განაცხადა, რომ თხილამურებზე შიშველი იმ შემთხვევაში ისრიალებდა, თუ ესპანეთის ნაკრები ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას მოიპოვებდა.
"თუ ესპანეთი გაიმარჯვებს, მთლიანად გავშიშვლდები და წყლის თხილამურებით ბისკაის ყურეში გავისეირნებ", - განაცხადა მომღერალმა.
11 ივლისს ჩამპიონატის ფინალში ესპანელებმა ჰოლანდიელები ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
ესპანეთის ნაკრების გამარჯვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ Access Hollywood -მა ენრიკე იგლესიასს დადებული პირობა გაახსენა. "დაპირება დაპირებაა", - განაცხადა მომღერლის წარმომადგენელმა. თუმცა პოპ-ვარსკვლავის წარმომადგენლები არ აზუსტებენ, როდის შეასრულებს მომღერალი დადებულ პირობას.

No comments:
Post a Comment